მოიხსენი ტკივილები და დაჭიმულობა ოპერაციისა და მედიკამენტების გარეშე


5 ვარსკვლავზე შეფასებული კლინიკა

ჩვენთვის თქვენი ჯანმრთელობა პრიორიტეტია!


რეჰაუსში შენს ჯანმრთელობაზე იზრუნებენ უმაღლესი კვალიფიკაციის და გამოცდილების პროფესიონალები, რომლებიც ასობით ადამიანს დაეხმარნენ შენ მდგომარეობებაში






მერი გიუნაშვილი


რეაბილიტოლოგი


  • მერის ყურადღება ისეთ წვრილმან დეტალებზეც კი გადადის, რასაც სხვები ვერ ამჩნევენ — სწორედ ეს ქმნის შედეგზე ორიენტირებულ მკურნალობას.

  • წლების გამოცდილებამ მას საშუალება მისცა არა უბრალოდ ტკივილი გააქროს, არამედ გააანალიზოს სიღრმისეული კავშირები კუნთებს, სახსრებსა და ტკივილს შორის.

  • მერი არის დაკვირვებული, ზუსტი და შედეგზე ორიენტირებული.

ჩვენი გუნდი


ელენე მათიაშვილი


რეაბილიტოლოგი


  • ელენე მკურნალობას გარდაქმნის პოზიტიურ პროცესად, სადაც ყოველ ნაბიჯზე იგრძნობ, რომ გვერდში გიდგას.

  • მისი სტილი ენერგიულია და პირდაპირი — როგორც პარტნიორი, რომელსაც შეუძლია დაგიბრუნოს ცხოვრება ტკივილების გარეშე.

  • ელენე დაგეხმარება თუ გაწუხებს დაჭიმულობა, სტრესი, ან უბრალოდ გჭირდება ადამიანი, ვინც პროცესს გაგიმარტივებს და მხარში დაგიდგება





რუსუდან კეკელია

ექიმი რეაბილიტოლოგი


  • რუსუდანი ის ექიმია, ვისაც შეგიძლია ბოლომდე ენდო — მკაფიო ანალიზი, სწორი დიაგნოზი და მკურნალობის ზუსტი მიმართულება

  • მისი სამედიცინო ხედვა ემყარება კომპლექსურ ანალიზსა და სიღრმისეულ გაგებას იმაზე, თუ რატომ გაწუხებს ტკივილი და რა ნაბიჯები მიგიყვანს გამოჯანმრთელებამდე.

  • როცა საქმე ჯანმრთელობას ეხება, რუსუდანი ის ექიმია, ვისაც ნამდვილად ესმის, რა გზას გადიხარ


მოისმინე ჩვენი კმაყოფილი პაციენტების ჩვენებები

"საოპერაციო ვიყავი, ოპერაციას გადამარჩინეთ…"

Video

პაციენტს მომართვისას აღენიშნებოდა ჩემდეგი ჩივილები:

  • ტკივილი წელის არეში

  • მარჯვენა ქვედა კიდურის დაბუჟება

  • მოძრაობის შეზღუდვა

სამკურნალო კურსის შემდეგ:

  • მოეხსნა დაბუჟება

  • აღარ აღენიშნება წელის ტკივილი და დისკომფორტი

  • უმკლავდება მძიმე ფიზიკურ სამუშაოს ტკივილის გარეშე

"ხელს ვშლი, ყველანაირად შემიძლია რომ ავწიო…"

Video

პაციენტს ტრავმის შემდეგ 2-ჯერ ჩაუტარდა ოპერაცია - ჭანჭიკებით ფიქსაცია და შემდგომ ამოღება, რის შემდეგადაც:

  • შეეზღუდა მოძრაობა მხრის სახსარში

  • აწუხებდა ტკივილები და ჰქონდა დისკომფორტი

სამკურნალო კურსის შემდეგ:

  • დაუბრუნდა მოძრაობის სიფართე

  • მოეხსნა ტკივილები და დისკომფორტი

“ერთი კვირაა რაც დავიწყე, უკვე აშკარად შვებას ვგრძობ…”

Video

პაციენტმა როდსაც მოგვმართა მას აწუხებდა ჩივილები:

  • თავის, კისრის და მხრების ტკივილები

  • მკლავის დაბუჟება

სამკურნალო კურსის შემდეგ:

  • 1 კვირიანი რეაბილიტაციის შემდეგ საგრძნობლად შემცირდა ტკივილები

რა გაწუხებს?

კისრის ტკივილი დღეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა - განსაკუთრებით კომპიუტერთან საათობით ჯდომის შემდეგ.

მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეს უბრალო დაღლილობა კი არა, ღრმა კუნთების სისუსტის და ნერვზე ზეწოლის შედეგია.

სიმპტომები:

🔻 თავის მობრუნება გიჭირს

🔻 ტკივილი გადადის თავში ან ხელში

📉 თუ არ იმკურნალე:

• ტკივილი გაძლიერდება და გახდება ქრონიკული

• გამოიწვევს ხელის დაბუჟებას

• გავლენას იქონიებს ძილზე და განწყობაზე

თუ ყურადღებას არ მიაქცევ მალე შეიძლება თავის მოტრიალებაც ვერ შეძლო.

მხრის ტკივილი უმეტესად მოდის არასწორ მოძრაობაზე, დაზიანებულ როტატორულ კუნთზე ან კუნთოვან დისბალანსზე.

მცირე პრობლემით იწყება, მაგრამ შეიძლება გადაიზარდოს სერიოზულ გართულებაში.

სიმპტომები

🔻 ხელს ზევით ვერ წევ

🔻 გიჭირს ნივთების აღება

🔻 ოდნავ მოძრაობაზეც კი გტკივა

ეს ნერვული ან კუნთოვანი კომპრესიის შედეგია.

📉 თუ არ იმკურნალე:

• მხარი დაკარგავს სრული მოძრაობის არეალს

• გაჩნდება ტკივილები

• შეგეზღუდება ყოველდღიური აქტივობები

მხრის იგნორი არ შეიძლება, რაც მალე იმოქმედებ, მით ნაკლები იქნება ზიანი.

ზურგის ტკივილი შეიძლება სხვადასხვანაირად დაიწყოს — მაგრამ ხშირად საწყისი მიზეზი ერთია: კუნთოვანი დისბალანსი და ნერვზე ზეწოლა.

სიმპტომები

🔻 ტკივილი ადის წელიდან ზურგამდე

🔻 ძილის დროს პოზის შეცვლა დისკომფორტს იწვევს

📉 თუ არ იმკურნალე:

• ტკივილი გავრცელდება მთელ სხეულში

• შეგეზღუდება მოძრაობა

• ძილის პრობლემები

წელის ტკივილი შეიძლება უბრალო დაღლილობად მოგვეჩვენოს, მაგრამ ხშირად სერიოზული მექანიკური პრობლემა უდგას უკან.

სუსტი ღრმა კუნთები ვეღარ ინარჩუნებენ ხერხემალს სწორ პოზიციაში და იწყება ნერვზე ზეწოლა.

სიმპტომები:

🔻 შეზღუდული მოძრაობა

🔻 სიარული ან ჯდომა დისკომფორტს იწვევს

იგნორის შემთხვევაში ტკივილები თავისით არ გავა

📉 თუ არ იმკურნალე:

• ტკივილი გაძლიერდება

• გადაადგილება გართულდება

• არსებობს დისკის თიაქრის განვითარების რისკი

• შეიძლება ფეხებშიც გამოიწვიოს დაბუჟება ან სისუსტე

მენჯის ტკივილი მხოლოდ ასაკს არ ნიშნავს.

გამომწვევი მიზეზია შეიძლება იყოს

• კუნთოვანი დისბალანსი,

• ანთება

• ან ნერვზე ზეწოლა

ხშირად მოდის წელის ან ზურგის პრობლემებიდან, რომელიც მენჯში გადადის.

სიმპტომები:

🔻 ფეხის გადადგმისას ტკივილები გიჩნდება

🔻 მჯდომარე პოზიციიდან წამოდგომა სირთულეს წარმოადგენს

📉 თუ არ იმკურნალებ:

• ტკივილი გაძლიერდება სიარულისას

• კოჭლობა გახდება ყოველდღიური

• რთულდება ცალ ფეხზე დაყრდნობა ან კიბეებზე ასვლა

მუხლის ტკივილი ხშირად არ მოდის თავად მუხლიდან, პრობლემა ზემოთ იწყება.

სუსტი კუნთები ვერ იჭერს მუხლს სწორ პოზიციაში და ხრტილზე ზეწოლა იზრდება.

სიმპტომები:

🔻 კიბეზე ასვლა გაწუხებს

🔻 სიარული ტკივილებს იწვევს

🔻 მუხლს ვერ შლი

📉 თუ არ იმკურნალე:

• სეირნობა წარმოუდგენელი გახდება

• ხრტილები უფრო სწრაფად დაიშლება

• ტკივილი შეიძლება გახდეს მუდმივი, შეშუპებით

ქუსლის ტკივილი ყველაზე შეუმჩნეველად იწყება, მაგრამ სწრაფადვე ყალიბდება გამაღიზიანებელ, მწვავე ტკივილად.

შეიძლება გამოწვეული იყოს პლანტარული ფასციტით ან ფეხის არასწორი ბიომექანიკით.

სიმპტომები:

🔻 ფეხზე დადგომა გიძნელდება

🔻 სიარულისას ტკივილი ქუსლიდან ტერფისკენ ვრცელდება

📉 თუ არ იმკურნალებ:

• ყოველი ნაბიჯი მტკივნეული გახდება

• სხეულის პოზა და სიარულის მანერა შეიცვლება

• შანსია პრობლემა ავიდეს მუხლში, წელში და ზურგში

ხელის ტკივილი, დაბუჟება ან სისუსტე - უმეტესად მოდის კისრიდან ან მხრის არედან.

ეს ნერვული კომპრესიის კლასიკური შედეგია.

სიმპტომები:

🔻თითები ხშირად გიბუჟდება

🔻ნივთებს ვერ იჭერ მყარად

📉 თუ არ იმკურნალე:

• გაძნელდება წერა, ჭამა, უბრალო საქმიანობა

• ტკივილი შეგაწუხებს ძილის დროსაც

• შესაძლებელია კუნთების ატროფია

დროული მოქმედება ხელს უბრუნებს სრულ ფუნქციონირებას.

იდაყვის ტკივილი ე.წ. “ჩოგბურთელის იდაყვი” ხშირად მოდის გადატვირთვით.

უმეტესად გამოწვეულია მიკროტრავმებით, კუნთების დისბალანსით ან ნერვის გაღიზიანებით.

სიმპტომები:

🔻 ხელის მოხრა ტკივილს იწვევს

🔻 ტკივილი მაჯამდე გადადის

📉 თუ არ იმკურნალე:

• ყოველდღიური მოქმედებები რთულდება

• ტკივილი გახდება ქრონიკული

• კუნთების სიმტკიცე და ძალა მცირდება

თუ რომელიმე გაწუხებს

გამომწვევი მიზეზი

ყველა ზემოაღნიშნული პრობლემა ჩნდება სუსტი ღრმა სტაბილიზატორი კუნთებიდან, რომელიც ვეღარ იჭერს ხერხემალს სწორ პოზიციაში, რის შედეგადაც ხდება ნერვზე ზეწოლა და ჩნდება ტკივილები

რა არის გამოსავალი?

ჩვენი მკურნალობის ფილოსოფია დაფუძნებულია ღრმა სტაბილიზატორი კუნთების გაძლიერებაზე და ხერხემლის ბუნებრივ პოზიციაში დაბრუნებაზე, რომ ნერვზე ზეწოლა მოიხსნას და ტკივილებიც გავიდეს

რატომ ვერ ახერხებს სტანდარტული მეთოდები მკურნალობას?

სტანდარტული მიდგომები, როგორიცაა მასაჟი, ფიზიოთერაპია ან გაწევლითი ვარჯიშები, უმეტეს შემთხვევაში ამსუბუქებს ტკივილს, მაგრამ არ ცვლის იმ მიზეზს, რის გამოც პრობლემა წარმოიშვა.ამ მეთოდების დროს:
• იხსნება დაჭიმულობა
• დროებით შვებას გრძნობ
• მაგრამ ხერხემლისა და სხეულის ღრმა სტაბილიზატორი კუნთები რჩება სუსტი ან არაქტიური
როდესაც სტაბილურობა არ სწორდება, სხეული ისევ უბრუნდება ძველ, არასწორ პოზიციას და ტკივილი გარკვეული დროის შემდეგ ისევ ჩნდება.ამიტომაც ბევრ ადამიანს აქვს განცდა, რომ:„მკურნალობა დამეხმარა, მაგრამ შედეგი დროებითი იყო.“პრობლემა არ არის თავად მეთოდებში.
პრობლემა არის იმაში, რომ ისინი არ მუშაობენ სისტემურად და თანმიმდევრულად, კონკრეტულად სტაბილიზაციის აღდგენაზე.

როგორ მკურნალობს დეკომპრესიული კინეზოთერაპია?

პირველი ფაზა

ვარჯიში

დეკომპრესიული კინეზოთერაპია მუშაობს ღრმა სტაბილიზატორი კუნთების გააქტიურებაზე და გაძლიერებაზე.სპეციალური ანტიგრავიტაციული დანადგარის დახმარებით ხერხემალზე ზეწოლა მნიშვნელოვნად მცირდება.
ეს გვაძლევს საშუალებას:

  • შევამციროთ დატვირთვა ნერვებზე და დისკებზე

  • შევქმნათ პირობები ხერხემლის ბუნებრი გაშლისთვის

  • დავუბრუნოთ სხეულს უფრო სწორი და ბალანსირებული პოზიცია

ამ მდგომარეობაში უკვე შესაძლებელია იმ კუნთებზე მუშაობა, რომლებიც ყოველდღიურ მოძრაობებში საერთოდ არ ერთვება.როდესაც ღრმა სტაბილიზატორი კუნთები ძლიერდება, სხეული იწყებს საკუთარი თავის „დაჭერას“.იქმნება ბუნებრივი კუნთოვანი კორსეტი, რომელიც:

  • ინარჩუნებს სწორ პოზიციას

  • ამცირებს ზედმეტ დატვირთვას

  • და ხელს უშლის ტკივილის დაბრუნებას

შედეგად, სხეული სწავლობს სწორ პოზიციაშ საკუთარი თავის შენარჩუნებს, რაც განაპირობებს შედეგის ხანგრძლივობას

მეორე ფაზა

მასაჟი

დეკომპრესიული კინეზოთერაპიის შემდეგ ყოველი პროცედურა სრულდება სამკურნალო მასაჟით, რომელიც აჩქარებს აღდგენით პროცესებს და ამყარებს მიღებულ შედეგს.მასაჟის მიზანია:

  • მოხსნას კუნთბში არსებული ზედმეტი დაძაბულობა

  • გააუმჯობესოს სისხლის მიმოქცევა

  • შეამციროს კუნთების დატვირთვა

როდესაც კუნთები მოდუნებულია და სისხლის მიმოქცევა აქტიურია, სხეული ბევრად უკეთ იღებს და ინარჩუნებს იმ ცვლილებებს, რომლებიც კინეზოთერაპიის დროს იქმნება.მასაჟი ეხმარება სხეულს:

  • სწრაფად აღდგეს

  • და შეინარჩუნოს სწორი პოზიცია უფრო ბუნებრივად

როგორ შეგვიძლია შენი დახმარება?

პირველი ნაბიჯი

კონსულტაცია

მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია კონსულტაცია, სადაც ვაფასებთ შენს მდგომარეობას და ვადგენთ, რეალურად რა სჭირდება შენს სხეულს.კონსულტაციის დროს:

  • მოწმდება კუნთოვანი სისტემა და მოძრაობა

  • გროვდება ანამნეზი

  • იწერება ინდივიდუალური სამკურნალო გეგმა

როგორც კონსულტაციის ნაწილი, საჩუქრად ჩაგიტარდება ერთი ვარჯიში, რათა თავად გამოსცადო, როგორ მოქმედებს დეკომპრესიული კინეზოთერაპია.კონსულტაცია არის პირველი ნაბიჯი იმის გასაგებად,
რატომ გაწუხებს ტკივილი და რა გზით შეიძლება მისი რეალური მოგვარება.

ღირებულება - 60 ლარი

მეორე ნაბიჯი

2 კომპონენტიანი მკურნალობა
დეკომპრესიული კინეზოთერაპიისა და მასაჟის კურსი

ვარჯიშები ანტიგრავიტაციულ დანადგარზე

  • კურსის განმავლობაში ჩაგიტარდება 12 დეკომპრესიული კინეზოთერაპიული ვარჯიში, რომელიც მიზნად ისახავს ხერხემლის დატვირთვის შემცირებას და ღრმა სტაბილიზატორი კუნთების გაძლიერებას.

  • ვარჯიშების შესრულებაში მუდმივად დაგეხმარება რეაბილიტოლოგი, რომელიც გააკონტროლებს მოძრაობების სისწორეს, უსაფრთხოებას და სწორ დატვირთვას.

სამკურნალო მასაჟი

  • კურსში შედის 12 სამკურნალო მასაჟი, რომელსაც ჩაგიტარებს სერთიფიცირებული მასაჟისტი აღდგენითი პროცესების დასაჩქარებლად და მიღებული შედეგის გასამყარებლად.

ღირებულება - 880 ლარი

ხშირად დასმული კითხვები

გადახდა შეგიძლია 2-ნაწილად, კურსის დასაწყისში და ბოლოში

ტკივილების შემსუბუქებას პირველი რამდენიმე პროცედურიდან იგრძნობ, ხოლო კურსის ბოლოს მდგომარეობა უკვე საგრძნობლად გაუმჯობესებული იქნება

ტკივილები და მოძრაობის შეზღუდვა 1 კურსში მოგეხსნება, ხოლო შედეგის გასამყარებლად საჭირო იქნება დამატებით კურსის აღება

თუ ჩვენი პაციენტი არ ხარ და არ შეგვიძლია შენი დახმარება მაშინ პირდაპირ გეტყვით და ხელს არ მოგკიდებთ
  • ტელ: +995 591 15 15 52

  • მის: თბილისი, გლდანი ქეჩის #1